LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ყველა ტიროდა” – როგორ გაჩნდა კუნძულები ტყიბულში

,,ყველა ტიროდა” – როგორ გაჩნდა კუნძულები ტყიბულში

დაპოსტა 2024/01/17-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

როგორც მე, შესაძლოა სხვასაც არაფერი სმენია ტყიბულის კუნძულების შესახებ. ამიტომაც შევეცდები გიამბოთ სამ პატარა კუნძულზე, რომლებიც თითქმის დაცლილ ქალაქ ტყიბულთან გასული საუკუნის 50-იან წლებში წარმოქმნილა, მომდევნო 7 ათეული წლის განმავლობაში კი იმდენად ფანტასტიკური იერი შეუძენია, ნებისმიერი ქვეყანა საჩუქრად აღიარებდა, გარდა ჩვენი ქვეყნისა. რატომ ჩვენ არა, ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ. ასე იწყებს სტატიას ,,კვირის პალიტრა” ტყიბულის კუნძულების შესახებ.  კუნძულები, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 10 მეტრი სიმაღლის არის, კვრინჩხითა და წიფლის ტყეებით არის დაფარული. წყალი კუნძულებს ვერასოდეს დაფარავს, თვით დიდი ადიდების დროსაც კი. საქმე ის არის, რომ წყალსაცავი ვაკე ადგილებშია ჩაგუბებული, საიდანაც ადიდებული წყალი ნაპირზე გადადინდება. სამივე კუნძულის გარშემო ის თევზები დაცურავენ, რომლებიც აქ წლების წინ მოაშენეს, ღამითაც აქაურობას ვარსკვლავიანი ცა დანათის. აი, ასეთია ჩვენთვის უცნობი კუნძულები. ამ სილამაზის მიუხედავად, როდესაც მედიაში გამოჩნდა ცნობა კუნძულების შესაძლო გაყიდვის შესახებ, ადგილობრივების კომენტარები დაახლოებით ასეთი იყო: “ჰა-ჰა-ჰა! ახლა არ გამაცინოთ! ვის რაში სჭირდება ტყიბულის კუნძულები, მანდ ვირთხებსაც ვერ მიიტყუებთ”, მაგრამ კუნძულები გაიყიდა და როგორც ამბობენ, დიდი კონკურენციითაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა, რომელიც აპირებს, აქაურობა მაინცდამაინც ფიჯის კუნძულებად თუ არა, არც ბევრად ნაკლებად გადააქციოს. ეს ხუმრობით, – ისე კი კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა, ბიზნესმენი კი აქ 8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.ჩვენ ვესაუბრეთ ტყიბულელ ამირან ბოჭორიშვილს, რომელმაც ტყიბულის კუნძულებზეც გვიამბო და იმ სევდაზეც, აქაურობის ბედის გამო რომ აწუხებს.

 

– ბატონო ამირან, არაერთ ტყიბულელს­ უთქვამს, რომ ტყიბული უფრო დაცლილია,­ ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქები. არადა, ტყიბული­ ერთ-ერთი მისტიკური ქალაქია ისტორიითაც და არქიტექტურითაც. მისი დიდი ნაწილი ხომ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს.

 

– ჩემი დარდიც ეგ იყო. ბევრი წავიდა ასეთი ლამაზი ტყიბულიდან, სხვაგან უკეთესი საარსებო საშუალება იპოვა და ვერ გავამტყუნებ. თუმცა მე ვერსად წავედი, რადგან ვინც და რაც მიყვარს, ვერ გავექცეოდი, მათი დარდი სულ თან წამომყვებოდა და რა აზრი ჰქონდა წასვლას! ახლა კი უკვე ის ასაკი მაქვს, ჭკუათამყოფელმა ადამიანმა სამშობლოს რომ უნდა მოაშუროს. ახლა სხვაგან სტუმრადაც დიდხანს ვერ ვძლებ. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ბოლო დროს ტყიბულის ქუჩებში ხალხის მომრავლებას მომასწრო. ხანდახან იმასაც შევსწრებივარ, ზოგიერთი ქალაქის ცენტ­რში მანქანის დასაყენებელ ადგილს რომ ვერ პოულობს და ბრაზობს. ისინი ბრაზობენ, მე კი მიხარია – მეგონა, ტყიბული სულ დაიცლებოდა და გული მისკდებოდა.

 

– ტყიბულის წყალსაცავის შექმნა და მასში­ კუნძულების გაჩენა თუ გახსოვთ?

 

– კი, მახსოვს. ბავშვი ვიყავი და ეგ სურათები ჩემს გონებას არ შორდება. მაშინ ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ერთ დღეს რამდენიმე საათში აყარეს ის ხალხი, რომელიც წყალსაცავის ადგილას ცხოვრობდა, მაგრამ იქ უფრო მეტი სახნავ-სათესი იყო და ეგ დაკარგა ხალხმა. ყველას ბინები მისცეს, მაგრამ მაინც ყველა ტიროდა, მშობლიური სახლის დატოვება ყველას ემძიმებოდა. ძალიან დიდი ტერიტორიაა წყალში მოქცეული. მაგ ადგილების შევსებას დიდი დრო დასჭირდა. ბავშვები ვუყურებდით, წყლით როგორ ივსებოდა აქაურობა და გვენანებოდა.

 

– რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა მაინც არ ჩანს ცუდი ჩანაფიქრი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ მხარეს საკუთარი ელექტროენერგია მისცა.

 

– რა თქმა უნდა. ტყიბულს რომ გაივლი, ზემოთ­, მთებში, შაორის წყალსაცავია. შაორის წყალსაცავის წყალი რომ არ დაკარგულიყო და მეორედ გადამუშავებულიყო, ტყიბულის წყალსაცავი სწორედ მაგიტომ გააკეთეს. ბუნებრივად ძალიან კარგი ადგილია, ვაკე მთებს შორისაა მოქცეული, რომელშიც ბუნებრივი ნალექების წყლებიც­ იკრიბება. ამის მერე ამ წყალმა ჩვენს მხარეში ისეთი სილამაზე შექმნა, რომელსაც სულ უნდა უცქირო და არ მოგბეზრდება. ჩემს ბიჭობაში განაგრძეთ კითხვა

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"