საფრანგეთის ახლადდანიშნულმა პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა.
ცნობილი ხდება, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა – მის ადგილს ყოფილი ევროპარლამენტარი, პრეზიდენტ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი, სტეფან სეჟორნე დაიკავებს.
საფრანტეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრი რაშიდა დათია, რომელიც ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს, ქვეყნის იუსტიციის მინისტრი იყო. საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად კეტრინ ვოტრინი, განათლების მინისტრად კი ამელი ოუდეა-კასტერა დაინიშნა.










