“პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი” – სამოქალაქო აქტივისტის პირველი რეაქცია საპატრიარქოს განცხადებაზე. ნატა ფერაძე “პირველელებს” ეუბნება, რომ ახლა ძალიან მნიშვნალოვანია, საზოგადოებამ აჩვენოს ერთსულოვნება იმ კანონის წინააღმდეგ, რომელსაც “ქართული ოცნება” დააინიცირებს.
აქტივისტის თქმით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრების წინადადება ფაქტობრივად რუსული კანონია:
“თავისთავად ეს არ იყო მარტო ჩემი პროტესტი, მანამდე იყო კამპანია – თითო პოსტს, კომენტარს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. კი ბატონო, ამ ციფრულ ერაში აღარ არის აუცილებელი, ქუჩაში გავიდეთ, საკმარისია, რაღაც წილად თუ დავაფიქსირებთ ჩვენ აზრს სოციალურ ქსელში. არ ვიქნები ძალიან მოკრძალებული, თუ ვიტყვი, რომ დავეხმარე ამ პროტესტს ჩემი მისვლით და ამ ხატთან შეხებით”- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი…
სტალინის გამო და კვერცხის სროლის გამო, რომელიც მოხვდა შუშას, დარწმუნებული ვარ, ამით არ აიტკივებენ თავს, რომ მე გამიშვან ციხეში. ეს კანონი (რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება) ძალიან მძიმეა და ამაზეც მოგვიწევს ბრძოლა, რომ არ დაუშვათ რასაც აპირებენ, ფაქტობრივად რუსული კანონია”- ამბობს ნატა ფერაძე.









