“ნაპოლის” შემტევი, ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელის განცხადებას, ნიგერიელის საუდის არაბეთში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა “რეალში”, “ბავარია”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით.
ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება” – განაცხადა ჯუღელმა.










