პარტიის „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გახარიას გუნდის ინიციატივას, რომლის თანახმადაც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების გადახედვა მიზანშეწონილი არ არის.
„ეს ხალხი სად შეხვდა ახალ წელს? მათი პირველი განცხადება და თან მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, – თქვა რატი იონათამიშვილმა










