LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„სტარტაპ მეწარმის“ პროექტის ფარგლებში, ბაღდათის განვითარების ფონდმა ორი სტარტაპი დააფინანსა

„სტარტაპ მეწარმის“ პროექტის ფარგლებში, ბაღდათის განვითარების ფონდმა ორი სტარტაპი დააფინანსა

დაპოსტა 2024/01/06-ში
A A
27
ნახვა
გაზიარება

ბაღდათის განვითარების ფონდის, სააქსელერაციო პროგრამის  „სტარტაპ მეწარმის“ დემო დღეზე გამარჯვებულები გამოავლინეს. პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპის ავტორებმა, საკუთარი იდეების პროტოტიპები საგანგებოდ შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება ორმა სტარტაპმა მოიპოვა. სტარტაპმა Male delivery-მ – 86 600, ხოლო WineGuard-მა 52 600 ლარის დაფინანსება მოიპოვა.

„სტარტაპ მეწარმე“ ბაღდათის განვითარების ფონდის პროექტია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ს მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია, დაეხმაროს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ არსებული ბიზნესის განვითარებაში.

კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი: „სტარტაპ მეწარმე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აქსელერაციის პროგრამა პირველად განვახროციელეთ და გვიხარია, რომ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შემოსული განაცხადებიდან შეირჩა 38, რომელთაგან 18 საუკეთესო გადავიდა პრეაქსელერაციის ეტაპზე, რაც, ექსპერტებთან ერთად, ბიზნესიდეების განვითარებაზე მუშაობას გულისხმობდა. დემო დღეზე კი უკვე 6 სტარტაპი გავიდა. მათ თავიანთი პროდუქტი ფართო აუდიტორიისა და ინვესტორების წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა 2-მა სტარტაპმა, Male Delivery-მა  და WineGuard-მა, ჯამში 140 000 ლარამდე დაფინანსება მიიღეს.“

Male Delivery საკურიერო კომპანიაა, რომელიც ბაღდათში იფუნქციონირებს და მოსახლეობას საჭირო ნივთებითა და პროდუქტებით უზრუნველყოფს. სტარტაპი პარტნიორობს აფთიაქებთან, კვების ობიექტებთან და ასევე ქსელურ მარკეტებთან. მსგავსი ტიპის საკურიერო მომსახურება ბაღდათში აქამდე არ ყოფილა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას შეკვეთის მიცემა სატელეფონო ზარითაც შეეძლება.

მეორე გამარჯვებული სტარტაპი ქვევრის ჭკვიანი მინის თავსახურების მწარმოებელი WineGuard-ია. მათი ინოვაციური პროდუქტი გათვლილია იმ მეწარმეებზე, რომლებიც ღვინოს ქვევრში აყენებენ. WineGuard-ის მინის თავსახური არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც მობილური აპლიკაციით იმართება და თუ ქვევრში ვაკუუმი დაირღვევა და მასში ჰაერი შეაღწევს, მომხმარებელს შეტყობინება ეგზავნება. მას შეუძლია, მოწყობილობა დისტანციურად მართოს, ჰაერი ამოტუმბოს და ღვინო გაფუჭებისგან დაიცვას.

„სტარტაპ მეწარმე“ ორ ძირითად ეტაპს მოიცავდა – განაცხადების შერჩევა და პრეაქსელერაციის სამკვირიანი პროგრამა, რა დროსაც სტარტაპები დაესწრნენ მენტორშიფის სესიებს და იმუშავეს იდეების ვალიდაციაზე, ტესტირებაზე, გუნდის ფორმირებასა და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებაზე.

„სტარტაპ მეწარმის“ აქსელერაციის პროგრამა წელს პირველად განხორციელდა და პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრული იყო: ტექნოლოგიური და სამეწარმეო პროექტები, მცირე ბიზნესის გაციფრულება და მდგრადი ბიზნესი. თუმცა, თუ მონაწილე სტარტაპი ჩამოთვლილ მიმართულებებს არ ერგებოდა, მაგრამ მიმართული იყო რეგიონის განვითარებისკენ, თავისუფლად შეეძლო განაცხადის შევსება.

—

„ბაღდათის განვითარების ფონდი“ ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ კოხოძემ, შექმნა, რომელიც იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტის „საირმის“ მფლობელი და საავტომობილო სფეროში ლიდერი კომპანიის, „თეგეტა ჰოლდინგის“, დამფუძნებელია.

 

 

 

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"