
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულებს, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა.

ფესტივალზე, რომელიც გამოჩენილი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იშვიათ, მივიწყებულ პროფესიაზე ფილმი ,,ერთი კეცის ისტორია,, (ფილმი იხ.ლინკზე :
https://bitly.ws/37HRp )წარადგინეს. ფიმის მთავარი გმირი სოფელ დედალაურში მცხოვრები სერგო ხაჭაპურიძე ქვის კეცის ოსტატია.

ფილმმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის სტატუსი მოიპოვა და საერთაშორისო ჟიურის სპეციალური დიპლომით და პრიზით დაჯილდოვდა.

ლადო ჯურხაძემ შემოქმედებით ჯგუფს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა:
—————————–
,, მისასალმებელია , რომ ბავშვებს მიეცა შესაძლებლობა კინოსამყაროს უფრო ახლოდან გაცნობოდნენ. დარწმუნებული ვარ ეს მათთვის არამარტო სიახლე, არამედ დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენისა და განვითარების შესაძლებლობა იყო, მითუმეტეს რომ წარმატებას მიაღწიეს. გილოცავთ, ვულოცავ ჩემ მშობლიურ სკოლას,,.
—————————–

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,, ოქროს პეპელა,, წელს მეცამეტედ გაიმართა.