2024 წლის 2 იანვარს Chanel-მა ბრენდის ერთ-ერთი ბესტსელერი სუნამოს – CHANCE-ის ახალი რეკლამა წარადგინა. Chanel-ის სუნამოების ხაზისათვის დამახასიათებელი ფერადი და დინამიკური ესთეტიკის სარეკლამო ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი სახე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანია.










