ზრდასრულთა 80%–ს ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც განუცდია თუ რა უსიამოვნოა ნაბახუსევი და რადგანაც ახლა, ახალი წლის დღეებია, შესაძლოა ეს ინფორმაცია გამოგადგეთ.
ნაბახუსევის მდგომარეობა ხასიათდება დაღლილობის შეგრძნებით, დეჰიდრატაციით, თავისა და კუნთის ტკივილით, თავბრუსხვევით, აჩქარებული გულისცემით, გულისრევის შეგრძნებით.
რეკომენდებულია:
- გაზგასული მინერალური წყალი;
- მაწონი, კეფირი, მჟავე ან ახლად მოხარშული ტკბილი კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი;
- თავის ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
- დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
- შეგიძლიათ მიირთვათ ციტრუსი, ანანასი, ავოკადო, ბანანი;
- სასარგებლოა მშვიდი ძილი.










