2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. გამონაკლისი დაიშვა ამ ასაკის მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, თუმცა 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოასწრო.
ამასთან, აკრძალვა არ შეეხებათ იმ ძველ ავტომობილებს, რომლებიც რეექსპორტზე გავა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევრო 5 სტანდარტი.
შეგახსენებთ, რომ ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე გადაწყვეტილება მთავრობამ 2023 წლის ივნისში მიიღო.
მისივე თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო5-ის სტანდარტზე უფრო ნაკლები ხარისხის ავტომობილი.
„რა თქმა უნდა, მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, – აღნიშნა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.










