გორდში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც სახლში ხანძარი გაჩნდა. ის სავარაუდოდ ნასვამი იყო.
“მეხანძრეებმა ძვლის მოახერხეს რომ ხანძარი მეზობლის სახლზე არ გადასულიყო. საცოდავს კარებამდე მოუღწევია და მერე გათიშულა. მარტო ცხოვრობდა. ერთი შვილი ჯარშია, გოგო დაოჯახებულია.” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.










