27 დეკემბერს ,კაფე ,,სავანეს” დემონტაჟია დაგეგმილი – ინფორმაციას მეპატრონეები ავრცელებენ და საზოგადოებას გვერდით დგომას თხოვენ.
გავრცელებულ განცხადებას
უცვლელად გთავაზობთ:
,,თითოეული ქუთაისელი ვისთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეს სანაყინე არამედ ზოგადად, ქალაქის მომავალი, დადექით ჩვენს გვერდით! ✊
27 დეკემბერს 11 საათზე ერთად დავიცვათ ძველი სანაყინე
დღეს თუ წაგვართვეს ჩვენ, ხვალ წაგართმევენ თქვენ!
გამოდით 27 დეკემბერს, 11 საათზე, ცენტრალურ ბაღში, კაფე “სავანესთან”, რადგან ამ დღეს დანიშნულია კაფე “სავანეს” სრულიად უკანონო გამოსახლებისა და დემონტაჟის პროცესი.
ძალა ერთობაშია! ✊” – ნათქვამია გავრცელებულ.
კაფე ,,სავანეს” დემონტაჟის გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ქუთაისის მერიასა და კაფე ,,სავანეს” მეპატრონეებს შორის სასამართლო დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა.
კაფეს მეპატრონეები ხელისუფლებას ბიზნესის რეკეტსა და ქალაქის ისტორიის განადგურებაში ადანაშაულებენ.
,,სავანე” ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში თითქმის 30 წელია დგას.










