LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში | ღარიბაშვილი

800-მდე ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ“ ფონდის მიერ – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2023/12/18-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ამ დარგების  ინტერნაციონალიზაცია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და რეაბილიტაცია, რომელზეც ბოლო 10 წელში გამოყოფილია 100 მილიონ ლარამდე.

„რაც შეეხება კულტურას და სპორტს, აქ განხორციელებულ რეფორმებს, მნიშვნელოვან მიღწევებს, რა თქმა უნდა, კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ამ დარგების  ინტერნაციონალიზაცია.

ბოლო წლებში საქართველოს უძველესი კულტურა მრავალგზის აღიარეს საერთაშორისო დონეზე. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ახალ ნომინაციებად შეიტანეს ღვინის დაყენების ქართული მეთოდი, ქართული ანბანის სამი სახეობა და ქართული ჭიდაობა.

საქართველო  სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ფესტივალზე „ევროპალია“, რომელიც ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ტარდება. საფესტივალო პროგრამა მოიცავს 60-ამდე ღონისძიებას და ეძღვნება საქართველოსა და მის კულტურას. მინდა ქალბატონ თეას გადავუხადო მადლობა ამ გამოფენისა და ფესტივალის წარმატებით ჩატარებისთვის.

გამოფენა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას ასახავს. აგრეთვე უდიდესი წარმატებით ჩატარდა ფოლკლორული და პროფესიული მუსიკის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები.

ნიკო ფიროსმანის გამოფენაზე მინდა აღვნიშნო, რომელიც პირველად გაიმართა ჩრდილოეთ ევროპაში,  კოპენჰაგენში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

ლევილის ქართველთა მამული საქართველოს 2016 წელს დაუბრუნდა. ამჟამად დასრულებულია მამულში გარკვეული ნაწილი. სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. მალე დასრულდება ეს სამუშაოებიც.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და რეაბილიტაცია, რომელზეც ბოლო 10 წელში გამოყოფილია 100 მილიონ ლარამდე. მანამდეც, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს, რეალურად, დაზიანების გარდა 2012 წლამდე არაფერი გაუკეთებია. 800-მდე ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ“ ფონდის მიერ და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.  ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მთავარ სიამაყეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. გვაქვს მონახაზი, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ მომდევნო წლებში 50 ან 100 მილიონი ლარის ფარგლებში გამოიყოს ბიუჯეტიდან და მთავარი ღირსშესანიშნავი ძეგლების კომპლექსური განვითარებისთვის ჩამოყვანილი იქნას საერთაშორისო ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები.

რა თქმა უნდა, გრძელდება მუზეუმების განვითარება. სამუზეუმო ფონდების შევსება 2021 წელს დაიწყო. წელს 100-ზე მეტი ექსპონატის, მათ შორის – 91 ფერწერული ნამუშევრის შესაძენად გამოყოფილია 2 000 000 ლარზე მეტი. მუზეუმებმა უმასპინძლეს 118 გამოფენასა და 630 შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს.

რაც შეეხება სპორტის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს და მიღწევებს – პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ბოლო წლებში 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა  სპორტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რეაბილიტაცია- მშენებლობას მოხმარდა 500 მილიონ ლარი.

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დასრულდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა:  უეფას მე-4 კატეგორიის 11 სტადიონის რეაბილიტაცია, მშენებლობა და აღჭურვა, მათ შორის ასევე ძალიან ბევრი სპორტული კომპლექსი აშენდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ, რეგიონებში და ეს პროცესი რა თქმა უნდა, გრძელდება.  გრძელდება ასევე სტადიონების კეთილმოწყობა და აღჭურვა.  სპორტული კომპლექსების მშენებლობა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ 2024 წელს გლდანში დასრულდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის რეაბილიტაცია. 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ჩვენ ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

წელს და გაისად ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში დამსვენებლებს ორი ახალი,  6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის საბაგირო კომპლექსი დახვდებათ. თითოეულის გამტარუნარიანობა იქნება 1800-2400 ადამიანი. ამ საბაგიროს ამ კვირაში გავხსნით. აქვე მინდა აღვნიშნო  კასპის კორტების პროექტი, რომელმაც წელს უკვე წარმატებით უმასპინძლა დევისის თასს, ეს არის საერთაშორისო დონის ტურნირი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"