ახალი წელი გვიახლოვდება, მალე სამყაროში მწვანე დრაკონის წელი, 2024 შემობრძანდება. ქალაქები ზეიმისთვის ემზადებიან. სამზადისი მიმდინარეობს იმერეთში.
ნახეთ რიდის აინთება ნაძვის ხე თქვენს ქალაქში
წყალტუბოს მთავარი ნაძვის ხეს 20 ოქტომბერს 18:00 საათზე აანთებენ.
2. ქალაქის ხელმძღვანელობის მისალმება
3. ათვლა და ნაძვის ხის ანთება
4. ფეიერვერკი. „მრავალჟამიერი“ – ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“
5. ნიღბების თეატრის წარმოდგენა
6. ვოკალური ჯგუფი „ოცნება“
7. ვოკალური ჯგუფი „ცისარტყელა“
8. სტუდია „ბესტ ვოისი“
ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 23 დეკემბერს საზეიმოდ 20:00 საათზე განათდება.
გაიმართება კონცერტი. ასევე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები ზონები და საახალწლო ინსტალაციები; მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, საახალწლო განწყობას დააგვირგვინებს ფოიერვერკი.
24 დეკემბერს აინთება ნაძვის ხე ხარაგაულში.
ღონისძიებზე “ღამის შოუს ბენდი” იმღერებს.
სამტრედიაში საახალწლო ნაძვის ხეს 25 დეკემბერს 19:00 საათზე გაანათებენ.










