დათო გორგილაძის გადაცემის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისადმი მიმართულ პეტიციაში წერია, რომ დავით გორგილაძის გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მოულოდნელად და არამოტივირებულად დაიხურა.
„არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად. მისი არჩევნებამდე 1 წლით ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული“, – ვკითხულობთ პეტიციაში.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”.
„არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ”, – უთრა რადიო თავისუფლებას დავით გორგილაძემ.










