ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინისა და მოლდოვასთვის, ვანიჭებთ კანდიდატის სტატუსს საქართველოს და ბოსნია ჰერცოგოვინას – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.
მიშელის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია.
ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირისთვის, როცა ის აჩვენებს სანდოობას და სიძლიერეს. გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინისა და მოლდოვასთვის, ვანიჭებთ კანდიდატის სტატუსს საქართველოს და ბოსნია ჰერცოგოვინას. ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ამიტომ საშუალება მოგვეცა, რომ პირველივე დღეს მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა სხვა გადაწყვეტილებებიც მისაღები გვაქვს, ამიტომ წინ დებატები გველოდება”, – განაცხადა მიშელმა.
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. საქართველოოს ევროპული სტატუსი მიენიჭა. დღეიდან ქვეყანა ახალ რეალობაში იწყებს ცხოვრებას. ნაბიჯი წინ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ არის გადადგმული. რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ისტორიიული გადაწყვეტილება ბრიუსელში მიიღეს. დაძაბული და მრავალსაათიანი საუბრების შემდეგ, ერთობა მაინც შედგა. ევროკავშირის კარი გაიხსნა უკრიანისთვის და მოლდოვასთვის. ყველას მინუს ორბანი. უნგრეთის პრემიერი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკურ კულისებში გავიდა.










