,,ვფიქრობ, ჩვენი გზავნილი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას და ახლა ჩვენ გავაგრძელებთ გზას. ეს არის გრძელი გზა. აუცილებლად ჩასატარებელია ბევრი რეფორმა, თუმცა ვისაც სურს, რომ იყოს ევროკავშირის წევრი, რომელიც ქმნის კეთილდღეობას და რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, თუ თქვენ ჩაატარებთ აუცილებელ რეფორმებს შეგიძლიათ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს” – განაცხადა ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრ დე კრუმ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...










