LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში

რომელ რეგიონებს გადაეცათ ახალი ავტობუსები

დაპოსტა 2023/12/14-ში
A A
314
ნახვა
გაზიარება

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ლერი ბარნაბიშვილი ქალაქ რუსთავში რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. დღეიდან კი ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება.
პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ავტობუსები  მოქალაქეების შიდა  და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში  არსებული  შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული  პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ახალ ავტობუსთა შესყიდვისთვის  ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს  მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ  „ჯითი გრუპი“  51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გადაწყვეტილებით დღეიდან რეგიონების მოსახლეობას  თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სამგზავრო ავტობუსები ეყოლება. ეს პროგრამა ემსახურება შიდა საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას, რისთვისაც  როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო  53 მილიონი ლარი და შეძენილ იქნა  ,,ისუზუს“ მარკის, EURO 5-ი სტანდარტის 154 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. როგორც ხედავთ, 51 ერთეული ავტობუსი დღეს ადგილზეა და გაემგზავრება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანარჩენი 20 კი თვის ბოლოს იქნება ადგილზე და ასევე გაიგზავნება ჩვენს რეგიონებში. 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება ავტობუსების ადგილზე ჩამოყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება  ჩვენს რეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. პროგრამა ერთჯერადი არ არის, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების შეძენა. რეგიონების განვითარების ფარგლებში ამავდროულად შეძენილია ,,ივეკოს” ფირმის ნაგავმზიდები, რაშიც უკვე გადახდილია 33 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.

გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-ამდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის  ნაგავმზიდები, რომლებიც  საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

რუსთავში ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
რუსთავში ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ წერს, ლომოურის ქუჩაზე თავდაპირველად ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი მოძრავ „ფორდის“ ავტომობილს შეეჯახა, ხოლო მეორე გაჩერებულ...

დაწვრილებითDetails

17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. “ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"