“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას მოითხოვს.
გიგა შუშანიას თქმით, პროკურატურამ კერძო აუდიტორი დააკავა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის მასშტაბით ადგენდა მიწის ქონების ფასებს და აუცილებელია, ამ საქმეზე ქალაქის პირველი პირის გამოკითხვა მოხდეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე ისინი წლებია, საუბრობენ, თუმცა შესაბამისი ორგანოები ფაქტებით არ ინტერესდებიან.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ქალაქის მერია შიდა აუდიტის დასკვნებსაც არ ასაჯაროებს, სავარაუდოდ, კორუფციული ნიშნების გამო.










