2 შვილის მარტოხელა დედა ტოვებს სამსახურს იმის გამო, რომ მისი დამსაქმებელი უღირსად მოექცა სხვას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს. ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკის თანამშრომელმა თინა სიხარულიძემ თავისი პოზიცია მას შემდეგ დატოვა, რაც კომპანიამ ყოფილ თანამშრომელს, თემო ჭოლაძეს ბანერზე სტიკერი გადააკრა.
“ძალიან მრცხვენია, რომ აქ ვმუშაობ – wait for it – დი” – დაწერა თინა სიხარულიძემ სოციალურ ქსელში და შემდეგ სამსახურის დატოვების შესახებ გამოაქვეყნა პოსტი.
“მადლობა ჩემს კოლეგას თინა სიხარულიძეს, რომელმაც პოსტის ნახვისთანავე დატოვა დაკავებული თანამდებობა პროტესტის ნიშნად” – დაწერა სოციალურ ქსელში თემო ჭოლაძემ.
ცნობისთვი, კომპანიამ ბანერების შეცვლა, მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმ თემო ჭოლაძის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქყვენებულ პოსტს უაყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.










