LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამოღებულია არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები

ამოღებულია არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები

დაპოსტა 2023/12/12-ში
A A
75
ნახვა
გაზიარება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე 14 პირი ამხილა, ამოღებულია არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის მიმდინარე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 5 – დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ,  არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში  ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში  კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგონასთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ლ.შ. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში 3 პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე  გოგონამ „facebook messenger“-ის  საშუალებით, ნაცნობ 14 წლის  ბიჭს  საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა.

დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო.” აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ცნობისთვის, სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 199, სადაც ყველა დაზარალებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ან მიმართოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისებს.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

ილაპარაკოს, რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა – ირაკლი კობახიძე ლილუაშვილზე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ილაპარაკოს რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, - ასე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"