LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რას ფიქრობს მოსახლეობა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე – NDI-ის კვლევა

რას ფიქრობს მოსახლეობა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე – NDI-ის კვლევა

დაპოსტა 2023/12/11-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – კერძოდ, 79% ამბობს, რომ მისაღებია გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 11% ამბობს, რომ მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის.

ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

რაც შეეხება NATO-ს მხარდაჭერას, მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. 67% ამბობს, რომ მისაღებია საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, 18%-სთვის ეს მიუღებელია, ხოლო 14%-მა არ იცის.

ამასთან, უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

კვლევაში ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება.

კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანებას ასახელებს 29%, NATO-ში გაწევრიანებას – 20%. დანარჩენი პასუხები ასე ნაწილდება:

  • საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – 9%;
  • ძლიერი ლიდერი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას – 9%;
  • საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება – 6%;
  • პრორუსული კურსის გატარება – 3%;
  • სხვა – 5%;
  • არცერთი – 4%;
  • არ ვიცი – 14%;
  • უარი პასუხზე – 1%.

კვლევაში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. მოცემულ ღია კითხვაში, სადაც მოქალაქეებს არაუმეტეს სამი პასუხის არჩევა შეეძლოთ, პასუხები ასე ნაწილდება:

  • ევროკავშირი – 60%;
  • აშშ – 38%;
  • რუსეთი – 20%;
  • NATO – 17%;
  • თურქეთი – 13%;
  • აზერბაიჯანი – 10%;
  • სომხეთი – 4%;
  • სხვა – 11%;
  • არ ვიცი – 14%;
  • უარი პასუხზე – 1%.

რაც შეეხება ეკონომიკურ პარტნიორობას, უმრავლესობა აქაც ევროკავშირსა და აშშ-ს ასახლებეს. ევროკავშირთან ეკონომიკურ პარტნიორობას ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვს.

მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ – ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს. რაც შეეხება ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს, ამას ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან.

რაც შეეხება კითხვას, რას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, მოსახლეობის აზრით, ეს არის რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა. ამ ნაწილში შედეგები ასე გადანაწილდა:

  • რუსული სამხედრო აგრესია – 27%;
  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია – 13%;
  • რუსული პროპაგანდა – 11%;
  • ტერორიზმი – 5%;
  • საქართველოში არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა – 4%;
  • ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე – 3%;
  • სხვა – 18%;
  • არცერთი – 2%;
  • არ ვიცი – 16%;
  • უარი პასუხზე – 1%.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"