უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული გამოცემა Politico-ს მიხედვით, ევროპაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა “მეოცნებეების” კატეგორიაში.
? რეიტინგის ავტორებმა მას უწოდეს ადამიანი, “რომელიც გარბის გრძელ მარათონს”. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკისთვის 2024 წელი რთული იქნება, რადგან “მსოფლიო დაბნეულია ახლო აღმოსავლეთის ომით; უკრაინელები დაღლილები არიან ორწლიანი ბრძოლით და იბრძვიან ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსული სასტიკი ხოცვა-ჟლეტის ფონზე”.
რეიტინგში Politico ხაზს უსვამს იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ ყველაზე დიდი გავლენა იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ, 2024 წელს. გასულ წელს ამ სიას ზელენსკი ხელმძღვანელობდა.










