- ჰამასმა ღაზის სექტორიდან მძევლების მეორე ჯგუფი გაათავისუფლ. 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი უსაფრთხოდ არის. სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, რომელთა შორის ქალები და ბავშები არიან.
გათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე არიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. როგორც Times of Israel წერს მძევლების უმეტესობას სამედიცინო დახმარება არ დაჭირდა.
გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე არიან.
მძევლებისა და პატიმრების პირველი გაცვლა პარასკევს მოხდა. შემდეგი გაცვლა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.