უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მხარდასაჭერად გერმანიისგან დამატებით 50 მილიონ ევრო მიიღებენ.
როგორც მან თქვა, მთავრობა ამ თანხას სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს.










