რა ფორმით ჩატარდება 2024 წლის ეროვნული გამოცდებ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დამტკიცებულ საგამოცდო პროგრამებსა და საგამოცდო ტესტური დავალებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს .
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი
2024 წლის საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი ტიპის დავალებები:
- ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა – 16);
- წაკითხულის გააზრების შესამოწმებელი 10 არჩევითპასუხებიანი დავალება (მაქსიმალური ქულა – 10);
- წერითი დავალება (მაქსიმალური ქულა – 34).
ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
მათემატიკის ტესტი
მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისგან, რომელთაგან 37 იქნება არჩევითპასუხებიანი დავალება, 4 კი – ღია, წერითი დავალება.
ღია დავალებებიდან 2 იქნება სამქულიანი, ხოლო 2 – ოთხქულიანი. შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 3 საათი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
ისტორიის ტესტი
საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:
- 35 დახურული ტიპის დავალება;
- ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით);
- ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება;
- ისტორიული წყაროს ანალიზი.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
უცხოური ენების ტესტები
უცხოური ენების ტესტებში მოცემული იქნება 6 დახურული დავალება:
- მოსმენილის გააზრება;
- წაკითხულის გააზრება;
- ლექსიკა;
- გრამატიკა;
- დიალოგის აგება
და 1 ღია დავალება:
- წერა (თხზულება), რომლის პირობაც ჩამოყალიბებული იქნება ქვემოთ მოცემული ნიმუშის მსგავსად:
„დღეს ბევრი ადამიანი გადადის სოფელში საცხოვრებლად“.
გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით.
დავალების პირობაში არ იქნება მოთხოვნა – დაეთანხმეთ ან უარყავით.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 30 წუთი.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.










