ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსთაველი გიორგი გაგიევი გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი ტრაილერს მართავდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
გიორგი გაგიევი ამერიკაში 20 წლის წინ წავიდა და ბოლოს რუსთავში ერთი წლის წინ იმყოფებოდა.










