21 ნოემბერს ტელევიზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაერო-ს ყოველწლიური ინიციატივის ფარგლებში, ამ დღეს ტელევიზიები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან და 30-წამიან ვიდეორგოლს ათავსებენ ეთერში იმისათვის, რომ შეგვახსენონ ტელევიზიის ძალა ადამიანების ცხოვრებაში.
წლევანდელი ტელევიზიის მსოფლიო დღის მთავარია გზავნილია მრავალფეროვნება და არა სტერეოტიპები, ბრძოლა რასიზმთან. წელს, დღევანდელი დღე მიმართულია იმისკენ რომ ტელევიზიები ფოკუსირდნენ იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც მათ შეუძლიათ ითამაშონ რასიზმის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის მიმართ, მათ შორის მოახდინონ გავლენა სტერეოტიპების თავიდან აცილებაზე, მრავალფეროვნების წარმოჩენაზე, უმციროსებობის საკითხზე, სიძულვილის ენის აკრძალვასა და სხვაზე.
1996 წელს გაერო-მ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამისთვის შეარჩიეს 21 ნოემბერი, ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღი.










