“ყველანი მათ [გმირებს] პატივს უნდა ვაგებდეთ, მგონი, დღეს ეს უნდა ყოფილიყო ბევრად მეტად იმ ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო. დღეს არა არის რამე დაყოფის დრო, რამე დაპირისპირების, მ მგონი ყველა ქართველს რომ ვკითხოთ, ყველა თანახმაა რომ ესაა ის, რაც გვაერთიანებს. აქ არანაირი პოლიტიკური, ან იდეოლოგიური, ან სხვა ფორმის მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. აქ და ასეთ საკითხებზე თუ არ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებზე, ამ წარსულზე და მომავალზე გაერთიანება” | განაცხადა პრეზიდენტმა ბოლშევიკების მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი “სამხედრო ცენტრის” წევრების მემორიალთან, 15 ქართველი სამხედროს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე
ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24-25 იანვარს ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 26 იანვრიდან კი უნალექო. „თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის...










