LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მოწამეობა გულისხმობს სრულყოფილ სიყვარულს-მეუფე შიო

დაპოსტა 2023/11/13-ში
117
ნახვა
გაზიარება

მოწამეობა – ეს არის მარადიული ღმერთის არსებობის, ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების, სულის უკვდავებისა და მომავალი მკვდრეთით აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება , – ამის შესხებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე გადახდილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, სწორედ პირველი თაობის მოწამეები ექცნენ შთაგონების წყაროდ შემდგომი თაობის მოწამეებს და თაობიდან თაობამდე შემოგვინახეს დიდი ღვაწლისა და თავგანწირვის ფასად სარწმუნოება და ეროვნება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით ამაღლებულია. ჩვენ ვიხსენებთ ასი ათას მოწამეს, რომლებიც ამ ადგილას ეწამნენ ქრისტესთვის, რომლებმაც რჯულის უარყოფას და ხატების შეურაცხყოფას ამჯობინეს სიკვდილით დასჯა. ამიტომაც მათ თავებს აჭრიდნენ და გვამებს მდინარეში ყრიდნენ. თქვენ იცით, რომ მთელი მდინარე მტკვარი წითელად შეიღება მათი სისხლით.

და აი, დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ მოწამეობის მნიშვნელობაზე ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერისთვის, საერთოდ, ჩვენს ერზე, მის წარსულსა თუ მომავალზე.

მოწამეობა – ეს არის მარადიული ღმერთის არსებობის, ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების, სულის უკვდავებისა და მომავალი მკვდრეთით აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება.

მოწამეობა, როგორც გოლგოთაზე აღსრულებული მსხვერპლის მიმსგავსება და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასთან თანაზიარება, არის ქრისტეს სახარების საუკეთესო, ყველაზე ქმედითი ქადაგება. ასევე, მოწამეობა გახლავთ უფლის მცნებების ყველაზე სრულყოფილი აღსრულება, იმიტომ რომ ქრისტესთვის წამება გულისხმობს ყველა სათნოებას სრულყოფილად. ისეთ სათნოებებს, როგორებიცაა: მტკიცე რწმენა, შეურყეველი სიმამაცე, სინანული, სიმდაბლე, მორჩილება, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მორჩილება, ვიდრე სიკვდილამდე, ვიდრე ჯვარცმით სიკვდილამდე“.

დაბოლოს, მოწამეობა გულისხმობს სრულყოფილ სიყვარულს,იმ სიყვარულს, რომელზეც იგივე მოციქული ბრძანებს, რომ იგი არის სიმტკიცე სისრულისა, იმ სიყვარულისა, რომელზეც ასევე წმინდა პავლე ბრძანებს, რომ იგი შიშს განაგდებს და არასდროს გადავა ჭეშმარიტებისგან, თუნდაც სიკვდილით ემუქრებოდნენ მას, იმიტომ რომ ადამიანი, ვისაც ასეთი სიყვარული აქვს, უკვე თავისთვის აღარ ცხოვრობს, არამედ მასში ცოცხლობს იესო ქრისტე და რომც მოკვდეს ქრისტესთან ერთად, შემდეგ აღდგება ქრისტესთან ერთადვე მარადისობაში.

ასევე, მოწამეობა ემსგავსება იმ მდოგვის მარცვალს, რომელიც ქრისტიანობისთვის იქცევა იმ თესლად, რომელიც შემდეგ ათასმაგ და უხვ ნაყოფს გამოიღებს და იქცევა ეკლესიის და ქრისტიანობის შეურყეველ საფუძვლად. სწორედ ამიტომ, როგორც იცით, ჩვენს ტაძრებში საღვთო ლიტურგია წმინდა მოწამეების ნაწილებზე აღესრულება.

ასევე, ამიტომ არის, რომ წმინდა მამები გვასწავლიან, გვმოძღვრავენ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქება-დიდებით აღვასრულოთ ხოლმე წმინდა მოწამეების ხსენება. აი, მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური ასევე დასძენს, რომ წმინდა მოწამეებს თაყვანი უნდა ვცეთ, ვინაიდან ისინი სათნო ეყვნენ ღმერთს თავიანთი ღვაწლით. იგი ასევე ამბობს ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ წმინდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი გაიღეს ჩვენი განწმენდისთვისაც.

და აი, პირველი თაობის მოწამეები შთაგონების წყაროდ ექცნენ შემდგომი თაობის მოწამეებს და ასე, თაობიდან თაობამდე მათ შემოგვინახეს ამ დიდი ღვაწლისა და თავგანწირვის ფასად ჩვენი სარწმუნოება და ეროვნება. ამაზე წერს შესანიშნავად წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), რომ გაქრისტიანებიდან მოყოლებული ქართველი კაცი გულში – ჯვრით და ხელში – ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლს ღვრიდა და ნათელი ბნელზე ვერავინ შეაცვლევინა.

და აი, დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია მაგალითს გვიჩვენებს, რომ მივბაძოთ მათ ერთგულებას, მათ შეუდრეკელ სიმამაცეს, მათ სარწმუნოებას, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც აღსრულდეს ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის „გამოცხადებად“ წოდებულ წიგნში. იგი ამბობს: „სიკვდილამდე ერთგული იყავით და მე მოგცემთ თქვენ სიცოცხლის გვირგვინს“.

მართლაც, წმინდა მოწამეები იყვნენ ერთგულნი ქრისტესნი სიკვდილამდე და მიიღეს ეს სიცოცხლის გვირგვინი და დღეს ვევედროთ მათ, რომ ჩვენც შეგვაძლებინოს უფალმა მათი ლოცვით მათ დიდ მაგალითს მივდიოთ და ჩვენზეც აღსრულდეს ეს დიდებული მოწოდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ლოცულობენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისათვის და ინებოს უფალმა, მათი ლოცვით და შეწევნით, ჩვენი სამშობლოს დალოცვა, გადარჩენა და გამთლიანება, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

გაზიარება47

დაკავშირებული -პოსტები

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
232
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
192
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
112
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
14
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
113
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
12
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
15
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
9
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
27
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

იანვარი 24, 2026
538
მთავარი

საქმის ფარგლებში ღამით რამდენიმე დაკავებული არასრულწლოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გუშინ გვიან ღამით სახლებიდან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს. “პროკურატურის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».