LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა-გოგა რაზმაძე

დაპოსტა 2023/11/10-ში
99
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე  სამსახურიდან გაათავისუფლეს:

ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა.

დღეს საღამოს მაცნობეს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შემიფარდეს დისციპლინური სახდელი და სამსახურიდან გამათავისუფლეს.
გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი შსს-ს მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.
გარდა იმისა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი.
გენერალური ინსპექციის დასკვნაში ნათლად გამოჩნდა, რომ:

პრობლემაა იერარქიულ სისტემაში განსხვავებული და განსაკუთრებით, კრიტიკული აზრის დაფიქსირება. სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ჩემი გამბედაობა და სხვა თანამშრომლების დუმილი, ჩემს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;

დეპარტამენტის თანამშრომლებს – ადამიანებს, რომლებთანაც ვმეგობრობდი და რომლებთან ერთად დავიწყე დეპარტამენტში მუშაობა, სასურველი ახსნა-განმარტებები მიაცემინეს(ყველას არც გაესაუბრნენ). დეპარტამენტში შექმნილი არაჯანსაღი გარემო კიდევ უფრო დაამძიმეს თანამშრომლების ერთმანეთთან დაპირისპირებითა და ასეთი მეთოდებით შეეცადნენ ,,დაეცვათ” ჩემგან შსს-ს რეპუტაცია;

როგორც დასკვნაში წერია, თურმე სამსახურში მქონია ყველანაირი კომფორტი (ავტომანქანა, ბენზინი, ხელფასი), მუშაობისთვის ყველა ბერკეტი, თუმცა მაინც უკმაყოფილო ვყოფილვარ ჩემი “კომფორტული“ მდგომარეობით;

თურმე, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აუდიტის ჩატარება და დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, შსს-ს მინისტრის მოადგილისა  და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის აზრით, საჭირო იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლიის პროცესში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, მაშინ როცა მთავარი პრობლემა თავად საპოლიციო დანაყოფებშია.
არა მხოლოდ რიგითი მოქალაქისთვის ყოფილა პრობლემა სამართლის პოვნა, ჩემთვის, საჯარო მოხელისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სიმართლის დამტკიცება. მით, უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდა.
მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა წავაგე. ჩემთვის კომფროტი და თანამდებობა რომ ყოფილიყო პრიორიტეტი, დღესაც ამ ,,კომფორტში” ვიქნებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეზე სხვადასხვა უწყების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საჯარო მოხელეების გაჩუმებას ისახავს მიზნად, მჯერა რომ თითოეულ საჯარო მოხელეს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ქვეყნის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, როცა არსებული პრობლემების შესახებ, სისტემის შიგნით არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, საჯაროდ საუბარი გადავწყვიტე.
„მადლობა“ სახალხო დამცველს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩემი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მადლობა დეპარტამენტის ყველა ღირსეულ თანამშრომელს.
აუცილებლად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება უკეთეს სახელმწიფოს და დამოუკიდებელ საჯარო ინსტიტუტებს.
ჩემი ისტორია კი აქ არ სრულდება….” წერს რაზმაძე

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
39
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
628
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
709
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
206
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
27
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
215
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
21
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
26
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
44
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».