მთავრობა ონსა და ჩხოროწყუში ჰესების აშენებას გეგმავ. ამის შესახებ ინიციატივით მთავრობის სხდომაზე
ეკონომიკისა სამინისტრო წარსდგა – მინისტრმა სხდომაზე 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი წარადგინა.
არსებული ინფორმაციით, ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრეც 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.
ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.










