“პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს.
ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი. “ოცნება” ხელს აფარებს რუსულ აგენტურულ ქსელს და ესქვეყანა უკანა გასასვლელად აქცია რუსებისათვის.
სასწრაფოდ უნდა გადმოეცეს საქართველოს ყველა ის პირი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.
ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება და შევქმნათ ძლიერი და დაცული ქვეყანა. ეს არის მშვიდობა ღირსების და სიცოცხლის ფასად – სამარცხვინო და აუტანელი ყოფა, რომელიც უნდა შევცვალოთ!!!” | წერს “ლელო საქართველოსთვის” წევრი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში










