ამ კანონის მიღებას ვჩქარობდით იმიტომ, რომ ვიცოდით ზუსტად ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, კანვასის ლიდერების მიერ ჩატარებული ტრენინგების ნახვის შემდეგ ამაში ყველა დავრწმუნდით. ნახევარზე მეტი, რაც სუსის ბრიფინგში იყო, ერთ კვირაში დადასტურდა, გეგმის მეორე ნაწილი კი ვერ განხორციელდება, რადგან გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არის პოზიტიური. მას შემდეგ, რაც ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, რევოლუციურ გეგმებს ვერ განახორციელებენ,ამიტომ ამ კანონის მიღებაში საჩქარო არაფერია.
თუმცა, ვეტო დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიგონებენ კიდევ, კაცმა არ იცის. ეს ყველას დასაპრევენცირებელია და არა მხოლოდ ჩვენი. როცა ორ რაღაცაზე ილაპარა სუს-მა, აქედან ერთი ნაწილი ახდა და მეორე ნაწილი ხალხის აფეთქებას გულისხმობდა, ამ მსხვერპლის წინააღმდეგ თქვენც უნდა ზრუნავდეთ.










