Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. მომხმარებელთა 52% ამბობს, რომ Facebook-ის აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, ვებგვერდით სარგებლობა 34%-ს უჭირს, 14% კი საიტზე იდენტიფიკაციას ვერ ახერხებს.
Messenger-ის შემთხვევაში კი 46%-ს შეტყობინებების გაგზავნა უჭირს, 34% ვებგვერდით ვერ სარგებელობს, 20%-ს კი აპლიკაციის გამოყენება უჭირს.
კომპანიაში ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, შესაბამისად, რას უკავშირდება ხარვეზები, უცნობია.









