Der Spiegel-ისთვის 20 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანთა დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.
ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, Der Spiegel-ის ჟურნალისტმა ოლაფ შოლცს ჰკითხა, აიგნორებდნენ თუ არა გერმანიის მთავრობაში გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში, “არაბული წარმოშობის ხალხში” ისრაელის მიმართ “ღრმა სიძულვილს”. კანცლერის თქმით, ამ საკითხს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდნენ, რასაც Der Spiegel-ის მომდევნო კითხვა მოჰყვა: “უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას ვინ ჩადის ქვეყანაში და ვის ეძლევად დარჩენის უფლება?” პასუხად შოლცმა თქვა, რომ ამას გერმანია დიდი ხანია რაც აკეთებს, თუმცა ახლა პროცესი კიდევ უფრო გამკაცრდება.
“ერთი მხრივ, ხდება მუშების ემიგრაცია, რაც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინ პოლიტიკური დევნის სამიზნეები არიან და თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ყველას, ვინც ამ ჯგუფებს არ ეკუთვნის, დარჩენა არ შეუძლიათ. ამიტომ ვზღუდავთ გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის”. – თქვა შოლცმა.
კანცლერმა ისაუბრა იმ მეთოდებზეც, რომლებითაც გერმანიაში მიგრაცია შეიზღუდება.
“საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს ევროკავშირის წევრობა სურს, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროკავშირის გარე საზღვრების დასცვას, რათა ევროპაში ნაკლები ხალხი შემოვიდეს და შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები დარეგისტრირდებიან პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად. სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ ევროპაში. ევროპარლამენტი, იმედია, ამ მექანიზმს მომდევნო თვეებში მიიღებს”. – თქვა კანცლერმა.









