უკრაინის გეშტაბის ცნობით უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. მათივ ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ყველაზე აქტიურად უტევენ კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას, თუმცა უშედეგოდ.
“უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით.ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა მოვიგერიეთ”, – აცხადებს გენშტაბი









