ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, 8საათიანი სიმშვიდის შემდეგ, სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის, მათ შორის რიშონ ლეციონში, ხოლონსა და ბათ-იამში.
ამ დროისთვის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.









