“პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კვირაში – მე ნამდვილად მადლობელი ვარ ამისთვის. მომზადდა უკრაინის გრძელვადიანი და საიმედო მხარდაჭერის ახალი პაკეტი – თავდაცვის, ეკონომიკური – ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დაცვისთვის.
მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ასეთი ინიციატივისთვის და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას ჩვენ თავდაცვაში. მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა და მე მადლობელი ვარ კონგრესის ორივე მხარის,რომლებსაც ეს ესმით, რომლებიც მხარს უჭერენ, ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება მსოფლიოში!
დიდება უკრაინას!” | ამბობს ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნაზე, უკრაინისთვის $61,4 მილიარდიან დახმარებაზე
ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...









