LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია – გრიგოლ ლილუაშვილი

დაპოსტა 2023/10/20-ში
20
ნახვა
გაზიარება

მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით – „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ , – ასე უპასუხა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ე.წ. „რევულუციურ სცენარს“ ეხება.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამოძიებაზე იბარებენ ტრენინგის მონაწილე ან ტრენინგთან შემხებლობაში მყოფ პირებს.

„ის, რაც თქვენთვის გახდა ცნობილი საჯარო განცხადებებისა და ბრიფინგების ფონზე, მათ შორის გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილის ფონზე, სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით.

მინდა სიახლე გითხრათ ის, რომ ვერავინ შეძლო ამ ტექსტების [ვიდეო და აუდიო ჩანაწერების] ავთენტიკურობის ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან, მიუხედავად ამ მცირე ნაწილსა, 8 – წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა არის რამდენიმე საათიანი, 8-9 საათიანი, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელია, ასევე, ამჯერად, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი. მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით – „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამით სურს, თუ არა სუს-ს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მწერლები, ხელოვანები ქვეყანაში გადატრიალებას აპირებდნენ.

„მე არაფერს ვამტკიცებ, ამას დაამტკიცებს გამოძიება და თუ დაამტკიცებს, მათი ბრალეულობის შესახებ, შეიძლება, იმსჯელოს სასამართლომ. იცით, რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა მწერლებიც გასარკვევია, ახლა, ვინ, რას წერს და ვინ მწერალია და ვინ პოეტია, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რაიმე პროფესიას რომ ამთავრებდეს, სპეციალობებს? ან რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციების მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ, ამის მტკიცება არის აბსოლუტური სიგიჟე. კარგად შეგახსენებთ, 18 სექტემბერს მოხდა პირველი ბრიფინგი სუს-ის მხრიდან,სადაც ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ შესაძლო სცენარის შესახებ, სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ერთი კვირის თავზე, 25 რიცხვში, ეს რეალობაში სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე კითხვაზე, სუსს ჰქონდა, თუ არა ინფორმაცია, რაზე ჩატარდებოდა ტრენინგი, უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.

„რა თქმა უნდა, როგორ, აბა, წინასწარმეტყველების ნიჭი გააჩნია?…მაშინ, ჩვენი გეგმის მეშვეობით მოქმედებდნენ ეს პირები, ჩამოსულები რომ იყვნენ? ლოგიკას როგორ ავითარებთ, ე.ი. ჩვენ წინასწარმეტყველური ნიჭით აღვიჭურვეთ და ვიწინასწარმეტყველეთ, რამდენიმე დღეში რა თემაზე იქნებოდა ტრენინგი?ანუ, ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო სანდო წყაროდან,რომელიც ოფიციალურ საფუძველზე იყო მოპოვებული, როგორ წარმოგიდგენიათ, ამას თქვენთან საკამათოს გავხდიდით, ბრიფინგის სახით რომ გამოვაცხადეთ?“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, დაკითხვაზე დაბარებულია რეჟისორი გიორგი სავანელი.

„არა უშავს, რეჟისორი სავანელი თუ არ არის მზად, რევოლუციის მოსაწყობად მორალურად და ფიზიკურად იმის დადასტურება მაინც შეუძლია, რა საუბრები იყო და რა კურსით ატრენინგებდნენ ჩამოსული სტუმრები ჩვენს ახალგაზრდა აქტივისტებს. რა მნიშვნელობა აქვს ეს რეჟისორი იქნება, თუ მსახიობი, ხვალ შეიძლება და ატრენინგონ, ღმერთმა ნუ ქნას, ინჟინრები, ზეგ ექიმები და ამ პროფესიების მიხედვით, რატომ მიჯნავთ ადამიანებს. სხვათა შორის, პროფესია თუ გააჩნიათ რევოლუციონერებს და მათ შორის, ცნობილი რევოლუციების დროს, ვინც იღებდნენ მონაწილეობას, რაიმე პროფესიული ნიშნით თუ გამოარჩევდით?“, მიამრთა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.

მან ასევ ისაუბრა ამ თემასთან USAID- შემხებლობაზე.

„ერთ-ერთმა [კითხვა] დამისვა, სივრცეში ტრიალებსო USAID-ი, ამერიკის მთავრობის დაფინანსებული… ხალხო, ჯერ ერთი, ეს განცხადება „კანვასის“ წარმომადგენლებმა საჯარო სივრცეში განაცხადეს, სანამ მოხდებოდა ამ აუდიო და ვიდეო მტკიცებულების გამოქვეყნება,რომ ისინი მოწვეულები იყვნენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის ფარგლებში. მეორე, ეს გადაიტანეს ჩვენებაში და სანამ ჩვენებას მისცემდნენ, მანამდე გამოვიდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი და სიამაყით განაცხადა, რომ ვამაყობთ „კანვასთან“ თანამშრომლობით. ჩვენ რაც განაცხადეს და ჩვენებაში თქვეს, ის გავიმეორეთ. არანაირი დაპირისპირებული მიდგომა, როგორის წარმოჩინებასაც ცდილობს მედია, თუ კონკრეტული ჯგუფი,რომ ჩვენ ვემტერებით და დაპირისპირებაში ვიმყოფებით ამერიკის მთავრობასთან და ამერიკის მთავრობით დაპროგრამებულ [ორგანიზაციასთან]. მაგრამ ეს ფაქტია. USAID-თან ერთად ილიას უნივერსიტეტიც არის, მაგრამ რამდენიმე წუთში, ილიას უნივერსიტეტი გამოვიდა, განცხადება გააკეთეს, რომ ისინი არანაირ თანამშრომლობაში არ იმყოფებიან. USAID-ის ხელმძღვანელი პირი გამოვიდა და სიამაყით დაადასტურა, რომ ეს ჩვენი პროექტი იყოო. მეორე საკითხია, რამდენად ცნობილი იყო მათთვის ტრენინგის გაცხადებული მიზანი და რეალურად, რაში ატრენინგენდნენ. ანუ აქ, თუ წყვეტაა – მე იმედი უნდა დავტოვო, რომ აქ იყო წყვეტა, გაცხადებული მიზანი ტრენინგისა იყო სხვა და რეალურად, ხალხს ასწავლიდნენ გამოცდილებას,როგორ მოაწყონ რევოლუციები. იმ ტექსტებს მე რომ არ ვლაპარაკობ და ჩემი გახმოვანებული არ არის, თუ ამას ეჭვქვეშ დააყენებთ, აგერ არის ექსპერტიზა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შეგიძლიათ, რომ [შეამოწმოთ]“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
17
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
62
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
19
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
37
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
378
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
266
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
128
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
3.7k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
785
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

იანვარი 28, 2026
333
მთავარი

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».