ხვალ 20 ოქტომბრს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება.
ღონისძიების გახსნა 19:00 საათზეა დაგეგმილი.
25 ოქტომბრის ჩათვლით კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. ფესტივალზე, საკონკურსო პროგრამის პარალელურად, ტრადიციულად ნაჩვენები იქნება ახალი და ძველი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. გარდა ამისა, წლევანდელი გამოშვების – “ქვეყანა-ფოკუსის” ფარგლებში უჩვენებენ ჩეხური ახალი ტალღის და ბელგიელი კინემატოგრაფისტის, შანტალ აკერმანის კინოს.
ფესტივალი TBC Concept-ის და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.










