ნასაკირალის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი პირები ჩოხატაურიდან ოზურგეთში გეგმურ დიალიზზე მიდიოდნენ – ინფორმაცია ,,გურია ნიუსი” ავრცელებს.
“ორი ავტომობილი შეეჯახა. დღეს, დაახლოებით დილის საათებში.
როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფები პირები გეგმურ დიალიზზე მიდიოდნენ”,- ამბობს წყარო ,,გურია ნიუსთან” საუბრისას.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოზურგეთის “მედალფაში” გადაიყვანეს.
როგორც “გურია ნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და შესაბამის დიალიზის კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი უკვე ბინაზე გაწერეს.









