ამერიკის შეერთებული შტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებ. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე.









