LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული – შალვა პაპუაშვილი

მოვუწოდებ არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი” – პაპუაშვილი პრეზიდენტს

დაპოსტა 2023/10/19-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

რაც გუშინ ვნახეთ იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1.2 მლნ ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში. გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი – მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ჩაგდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ პატივისცემა გადის კონსტიტუციის პატივისცემაზე და არა ხინკლისა და ხაჭაპურის.

„გუშინ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი მივიდა იმ მომენტზე, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით როცა იმპიჩმენტის პროცესი წამოვიწყეთ და მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ მაშინ ვთქვით: 1. ჩვენი მოსაზრებით, პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და გვჭირდებოდა ამ საკითხზე სამართლებრივი დასკვნა. 2. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ პროტექციითა და მფარველობით, რომ ამ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა პარლამენტში შეუძლებელი იქნებოდა. ვნახეთ, რომ ორივე საკითხი ასე მოხდა. ამ პროცესის შედეგად გვაქვს სამართლებრივი ვერდიქტი, რომელმაც დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და შებღალა ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა ამ კონსტიტუციაში, რომელიც მთავრობას აკისრებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიითვისა სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება და მის უზურპირებას ახდენდა. ეს იყო სამართლებრივი ვერდიქტი, რომელსაც წყალი არ გაუვა, მეორე შედეგი იყო პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობამ გამოუტანა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ იყო ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1.2 მლნ ამომრჩევლის ლეგიტიმაცია გაცვალა რამდენიმე „ნაციონალის“ ლეგიტიმაციაში. გუშინდელი დღიდან ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობის პრინციპებს.

„ის ძირს უთხრის მთავრობას, ცდილობს მისი უფლებამოსილებები მიითვისოს. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს საკუთარი დამოკიდებულებით, თუნდაც იმით, რომ არ იკადრა დეპუტატების კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როცა ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს, სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის ცდილობს, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. სასამართლოს დასკვნის შემდეგ მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას. ნებისმიერი თეთრი, ასეთი ვიზიტის დროს ბიუჯეტიდან დახარჯული, იქნება უკანონო. მე მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს, ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს კონსტიტუციის დარღვევის ხელშეწყობა.

ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი, პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს ბევრი ადამიანი სცემს, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც. ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა ქართველ ხალხის პატივისცემა აჩვენოს და ქართული სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემა კონსტიტუციის მიმართ. ჩვენი მოლოდინია, თუკი იქნება ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრების მოთხოვნები, თუ მთავრობის თანხმობა არ იარსებებს, ასეთ ვიზიტის განხორციელებაზე მას უარი უთხრან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"