LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„გავასაჩივრებთ!“ – რა ვითარება იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმის განხილვაზე

„გავასაჩივრებთ!“ – რა ვითარება იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმის განხილვაზე

დაპოსტა 2023/10/12-ში
A A
83
ნახვა
გაზიარება

რუსთავი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და არასრულწლოვანის დედას და ბიძას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგოს ბიძასა და დედას ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2022 წლის ზამთარში 13 წლის აითაჯ შახმაროვი მისი ნების წინააღმდეგ 27 წლის მამაკაცზე დანიშნეს, 2023 წლის ზაფხულში კი ზრდასრულმა მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. გოგონა “ქმრის” სახლიდან გაიქცა, რის შემდეგაც უცნობი პირის ტელეფონიდან დაურეკა დედას და დახმარება სთხოვა. პროკურორის განცხადებით აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო არასრულწლოვანის ბიძაც და სწორედ დედისა და ბიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოხდა გოგონას “ქმრის” სახლში დაბრუნება.

ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, სწორედ არასრულწლოვანის დედა იყო ის ადამიანი, რომელმაც შვილისთვის შეარჩია საქმრო და დააორგანიზა ნიშნობა, რადგან 27 წლის კაცი მატერიალურად შეძლებული იყო და შეძლებდა მისი შვილის რჩენას.

 

ვიდეო „ინფო რუსთავი“

პროკურორის ბრალდების საპასუხოდ 14 წლის გოგოს დედამ ეგანა მაგარამოვამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი შვილის ნიშნობა არასრულწლოვანის თანხმობით მოხდა და მას ზრდასრული მამაკაცის მიმართ გრძნობები ჰქონდა. გარდა ამისა, არასრულწლოვანის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ასაკი სასამართლო პროცესზე გაიგო და აქამდე ის 22 წლის ეგონა.

არასრულწლოვანი შვილის იძულებით ქორწინებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ქალმა, სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ შვილის გაქცევისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემდეგ მისი “სიძის” სახლში მისულები იყვნენ, თუმცა მას კაცი იარაღით დაემუქრა და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებდა 14 წლის გოგონას მოკლავდა.

სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა მოკლული გოგოს დედასაც, რადგან მისი მხრიდან არის საფრთხე გავლენა მოახდინოს მოწეებზე და მოხდეს მტკიცებულებების განადგურება.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დამბალოში 14 წლის გოგო 27 წლის “ქმარმა” ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მიესაჯა პატიმრობა. კაცი სამართალდამცავებმა 10 ოქტომბერს დააკავეს.

11 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანის იძულებით გათხოვებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანის ბიძა, რომელიც მანამდე ნასამართლები იყო.

მალევე გავრცელდა პროკურატურის განცხადებაც, სადაც ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოკლული გოგოს დედის დაკავების შესახებაც, რომელიც თავდაპირველად რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გაზიარება33

დაკავშირებული -პოსტები

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა
მთავარი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 8 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა
მთავარი

ქუთაისში სელფის ახალი ფილიალი გაიხსნა სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა. ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი კონსულტაცია სელფის პროდუქტების, სერვისებისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირება – დააჯარიმეს ვეტერინარული აფთიაქი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა. კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ქუთაისში ქარავან არტ ფორუმი იწყება
კულტურა

ქუთაისში ხვალ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქარავან არტ ფორუმი იხსნება ურბანული პეიზაჟები, 18 – 21 სექტემბერი 2026 საქართველოში ქარავანსარაის (Caravansarai) მხატვრული გაცვლის პროგრამები 2002 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა ფორმატის სახელოვნებო...

დაწვრილებითDetails

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან ღარიბაშვილის ნალაპარაკების გამო წავიდა, ეს თქვენი პრობლემაა - ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია ძალიან ცუდია და კორუფციას წერილებითა და განცხადებებით ვერავინ გადაფარავს, -...

დაწვრილებითDetails

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „სააგენტო მილევად რეჟიმშია და ის წლის ბოლომდე დაიხურება”. “ენჯეო” არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის....

დაწვრილებითDetails

2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
2026 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 536 377 ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები დასრულდა
ეკონომიკა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2026 წელს განხორციელებული კაპიტალური პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და საირიგაციო მომსახურების ხარისხი, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...

დაწვრილებითDetails

იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან – ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პროტესტში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული NGO-ები. ვინ აფინანსებდა ამ NGO-ებს? ვისაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით - შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ ინტერესი, დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"