სულ მცირე შვიდი ჟურნალისტი მოკლეს ღაზას სექტორში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მას შემდეგ, რაც ჰამასმა შაბათს ისრაელზე თავდასხმა დაიწყო.
ინფორმაციას CNN ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.









