ომი ახლო აღმოსავლეთში, ისარელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და ნეგატიური გავლენა მოახდინოს ინფლაციაზე, ნავთობის ფასებსა და საფონდო ბირჟებზე – მიიჩნევენ Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები.
ისინი თვლიან, რომ გლობალური ეკონომიკის ახალმა საფრთხეებმა, შესაძლოა, აშშ-ის ხაზინის მიმართ ინვესტორების ინტერესი გაზარდოს.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ შედეგები ცხადი დროთა განმავლობაში გახდება და ის დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გასტანს კონფლიქტი, რამდენად ინტენსიური იქნება ის და შეეხება თუ არა ის რეგიონის სხვა ნაწილებს.
„კონფლიქტი ნავთობის ფასის მატების რისკს ქმნის. ასევე არის რისკები როგორც ინფლაციისთვის, ასევე ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის“, – განაცხადა კარიმ ბასტამ, III Capital Management-ის მთავარმა ეკონომისტმა.
მან მოუწოდა Fed-ს, გადაწყვიტოს, რა უფრო შემაშფოთებელია, ფასების ზრდა თუ ეკონომიკური ზრდის შენელება.
bpn.ge










