საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორში
საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.
„აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, – ამბობენ უწყებაში.
ბოლო ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ მოიმატებს.
ამასთან, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 450 ადამიანი, ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.










