ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე სტუმარი მიიღო.
ის გერმანელი მოგზაურები და ბლოგერი პიტერ გოცინგერი აღმოჩნდა.
პიტერი მეუღლესთან ერთად დღეს 15:30 საათზე ფრანქფურტიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა. ოჯახი საქართველოში დარჩენას ერთი თვით აპირებს, ისინი 4 იმერეთს, სვანეთს, თუშეთსა და კახეთს მოინახულებენ.
როგორც პიტერმა ჟურნალისტებს განუცხადა მან ბევრი წაიკითხა საქართველოს შესახებ და მისი კულტურით დაინტერესდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 70 წლისაა. ამ უდიდესი ისტორიის ფონზე აეროპორტმა წლის განმავლობაში მემილიონე მგზავრი პირველად მიიღო.










