პირველად, 70 წლიანი არსებობის მანძილზე, წლის ჭრილში, 24 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მემილიონე მგზავრს მასპინძლობს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარედ (ცისფერყანწელთა ქუჩაზე) 13:00 საათიდან- 20:00 საათამდე გაიმართება ღონისძიება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: საგამოფენო სივრცე „ქუთაისის ავიაციის ისტორია“ – ინტეგრირებული აუდიო გამოფენა ეკრანებით და ყურსასმენებით;
ლექცია თემაზე „ქუთაისის ავიაციის ისტორია“;
VR – სათვალეების აქტივობა – სპეციალურად მოწყობილ ინსტალაციაში.
საბავშვო აქტივობები და თამაშები;
გრანდიოზული თემატური გასაფერადებელი კედელი;
ანიმატორები;
თვითმფრინავის ბუშტის ვორქშოფი;
ააწყვე თვითმფრინავი;
ოჩოფეხა პილოტი;
და სხვა. ორგანიზატორები ბავშვებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.










